ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იანოშ ჰერმანი: შემაშფოთებელია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ჯერ არ გადასცემია

“შემაშფოთებელია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ჯერ არ გადასცემია და ჩვენ ამ შეშფოთებას დიპლომატიური გზებით გამოვხატავთ”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი 11 მარტს დატოვეს.

იტვირთბა....