საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა.
რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, სარჩელის უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს, მის მიმართ სასტიკ მოპყრობას ეხება. ადვოკატები სასამართლოს სთხოვენ, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებები უკანონოდ ცნონ.
„სარჩელი შევიტანეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, მისი დაკვების დროს სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი”, – აღნიშნა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
როგორც ადვოკატმა განმარტა, დაცვის მხარე ასევე გაასაჩივრებს დაკავების ფაქტს და უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევებას.