გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ხვალ 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 319 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ზემო ხორხი, თვალავი, ლაუშა, მაღაროსკარი, კანატია, ბზიკურთკარი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 16:00 საათამდე 387 აბონენტს ზაჰესში, ავჭალის, მუხათგვერდის, ოძელაშვილის, ცოტნე მირცხულავას და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ინფორმაციითვე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.