მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესმა ორგანომ ფიფამ საფეხბურთო ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 101-ე საფეხურს იკავებს.
ჩვენი ნაკრები წინა რეიტინგთან შედარებით 1 საფეხურით არის დაქვეითებული, შესაბამისად საქართველო და ყატარი ქულებით გათანაბრდნენ.
რეიტინგს კი სათავეში გერმანია უდგას, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, მესამეზე კი პორტუგალიის ეროვნული გუნდი იკავებს.