აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აჭარაში 5268 ადამიანს საკვების ფული არ აქვს და მათ ყოველდღე მუნიციპალიტეტები კვებავენ.
საკვების ფულის გარეშე დარჩენილი თანამშრომლები დღეში ერთხელ “უფასო სასადილოებში” მიდიან და სადილობენ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 6 სასადილო მოქმედებს, სადაც 4828 ბენეფიციარი იკვებება.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ დამატებით სიაში კიდევ 289 ადამიანია, რომელთა კვების ხარჯი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ისინი რიგს ელოდებიან.
‘’დაბალი ქულების მქონე პირები განცხადებას წერენ და აღრიცხვაზე დგებიან, ამჟამად რიგს 289 ადამიანი ელოდება, როცა ადგილი გათავისუფლდება, სიაში მათ ჩავსვამთ“ – ამბობს შალვა დანელია.
ამბობს, რომ რიგის მომლოდინე მოქალაქეები კვების გარეშე არ რჩებიან. „სამი საათის შემდეგ, როცა ძირითადი სიის ბენეფიციარები საკვების მიღებას და გატანას დაასრულებენ, დარჩენილ ულუფას ამ ადამიანებს ვუნაწილებთ’’.
თუ მოქალაქე განცხადებით მიმართავს სიიდან ამოღების შესახებ ან 10 დღე საკვების წასაღებად არ მოვა.
შემოწმების შედეგად თუ აღმოჩნდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა გაუქმდა.
მუნიციპალურ უფასო სასადილოებში მთელი კვირის მენიუ გაწერილია, რომელიც ექსპერტთა ჯგუფის მიერაა შედგენილი. თითო ულუფის კალორაჟი და შემადგენლობა დათვლილია.
ბათუმში ერთ ადამიანზე კვებისთვის 1.90 თეთრია გამოყოფილი.