12-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადება შეიმუშავა. პარტიები იზიარებენ აზრს, რომ პრემიერის განცხადებები საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასუსუტებს ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს.
„პრემიერის განცხადებები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვან ასუსტებს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით. ეს განცხადება არის „ქართული ოცნების“ და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება,“- აღნიშნულია 12 პარტიის მიერ შემუშავებულ განცხადებაში.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინათინ ბუჩუკურის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიები პრემიერისგან იმ კითხვებზე პასუხს მოელიან, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა.
„ჩვენ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაუყოვნებლივ მოსვლას ვითხოვთ იმისთვის, რომ მან გაგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში დაგროვდა, იმ უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ განცხადებას, რაც პრემიერი კვირიკაშვილის მხრიდან გაისმა,“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე მადლიერებას გამოთქვამს ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ ისინი შეუერთდნენ მათ ინიციატივას.
„ჩვენ ვითხოვთ და დიდი მადლობელი ვარ ოპოზიციური პარტიების, რომ ისინი შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მიღებული იყოს პარლამენტის მიერ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.