ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის იანვარში 175 ლარი, ხოლო თებერვალში 175,4 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2017 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 7-9 ლარით არის გაზრდილი. ინფორმაციას „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური“ ავრცელებს.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი იანვარში 155, თებერვალში კი 155.3 ლარია. საშუალო ოჯახისთვის კი საარსებო მინიმუმი იანვარში 293,5, ხოლო თებერვალში 294,2 ლარია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი ოჯახის ტიპების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ერთსულიანი იანვარი – 155 თებერვალი – 155,3

ორსულიანი იანვარი – 248 თებერვალი – 248,5

სამსულიანი იანვარი – 278,9 თევერცალი – 279,6

ოთხსულიანი იანვარი – 309,9 თებერვალი – 310,7

ხუთსულიანი იანვარი – 348,7 თებერვალი – 349,5

ექვსსულიანი და მეტი იანვარი – 412,2 თებერვალი – 413,2

იტვირთბა....