თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანა იგეგმება და ამ თემის პროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია.
“სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, საღამოს რვა საათიდან დილის შვიდ საათამდე. არ გამოვრიცხავ, თავიდან ეს შეზღუდვა კონკრეტულ რაიონებზე გავრცელდეს ”,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციასთან შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.