რუსეთში მოგზაურობის შესაძლო რისკებზე ბრიტანეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს. სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ინგლისის მოქალაქეების მიმართ, შესაძლოა ანტიბრიტანული განწყობები გაიზარდოს. ამიტომ მართ ურჩევენ, რომ პოლიტიკური მოვლენების ღიად კომენტირებისგან თავი შეიკავონ.
“ბრიტანეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის გაზრდის გამო, მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, რომ რუსეთში შესაძლოა გაიზარდოს ანტიბრიტანული განწყობები, რომელებიც შესაძლოა თქვენც შეგეხოთ. თავი აარიდეთ საპროტესტო აქციებსა და მიტინგებს, ასევე პოლიტიკური მოვლენების ღიად კომენტირებას”,- ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს და ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს.
დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევება მოხდება. ლონდონი მათ შპიონაჟში ადანაშაულებს. ბრიტანეთი სამზადისისთვის დიპლომატებს ერთ კვირას აძლევს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ასევე რუსეთსა და ბრიტანეთს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტები შეწყდება, ბრიტანეთის მთავრობის წევრები და სამეფო ოჯახი არ ჩავლენ რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ცნობისთვის, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.