რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის არ შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა შეუფერებელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საკუთარი თანამდებობისთვის, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტია უფლებამოსილი მისი მუშაობა განსაჯოს.
„ტერეზა, ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი. მისი, როგორც მინისტრის შეფასება შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს. მე მესმის, რომ თქვენ გსურთ ეს სხვანაირად იყოს, მაგრამ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონია“, – წერს ზახაროვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეიმ ლავროვს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა.