ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეო – რუსეთის აგრესიის მსხვერპლებში საქართველოც მოხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, ჩამონათვალში საქართველოც ფიგურირებს.

ვიდეორგოლი ბრიტანეთის საგარეო უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეორგოლის დასკვნაშია ნათქვამი, ჩამოთვლილი ფაქტები ცხადყოფს, რომ კრემლს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სისტემის მოშლა სურს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთის 23 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

საგარეო უწყება სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი მოწამვლის ფაქტი რუსეთის აგრესიის გაგრძელებას წარმოადგენს.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.

იტვირთბა....