ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავი-დიდუბის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავი-დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია ცენტრალურ მოედანზე გამართეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მძღოლების ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანია “ინტერტრანსს” ყოველდღიურად 78 ლარს უხდიდნენ, ზამთარში კომპანიამ ეს გადასახადი 10 ლარით შეამცირა, ხოლო უკვე 3 დღეა, რაც ყოველდღიური გადასახადი 68 ლარიდან ისევ 78 ლარამდე გაიზარდა.

ისინი  აცხადებენ, რომ მუშაობას ხვალიდან განაგრძობენ, თუმცა მომატებული თანხის გადახდას არ აპირებენ და კვლავ შემცირებული ტარიფის დაბრუნებას ითხოვენ.

ამ დრომდე  “ინტერტრანსში” საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

იტვირთბა....