ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

15 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ კომპანია თელასში აცხადებენ.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, მოსკოვის გამზირის, ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 VIII კვარტლის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების, კაჭარავას V ქუჩის, გობრონიძის, სარაჯიშვილს და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შეშელიძის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, კოტე აფხაზის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის და ყავლაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანკტ-პეტერბურგის, უზნაძს, მარჯანიშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ირაკლი აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”- აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....