საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მმართველი გუნდისთვის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა.
“გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო პოლიტიკისგან დისტანცირება, ის, ბუნებრივია თავად არ განიხილავს ამ პოსტზე ადგილს, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი, ჩვენი საარჩევნო ამოცანებიდან,” –განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ იქვე დასძინა, რომ ჯერჯერობით, მმართველ გუნდს კონსულტაციები კანდიდატურის შესარჩევად არ დაუწყია, თუმცა, პირადად ის ქალ კანდიდატს მიესალმება.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.