ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას „მტრულ ნაბიჯად“ აფასებს

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაწყვეტილებას ეხმაურება.  საელჩომ მეის გადაწყვეტილებას განცხადებით უპასუხა და მტრულ ნაბიჯად  შეაფასა.

„დღეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრე იაკოვენკო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას 23 დიპლომატის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ აცნობეს.

ჩვენ ამ მტრულ ნაბიჯს ვაფასებთ როგორც აბსოლუტურად მიუღებელს, უსაფუძვლოსა და არაშორსმჭვრეტელს.

რუსულ-ბრიტანული ურთიერთობების გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა დიდი ბრიტანეთის ახლანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, – ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს და ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს.

დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით,  ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევება მოხდება. ლონდონი მათ შპიონაჟში ადანაშაულებს. ბრიტანეთი სამზადისისთვის დიპლომატებს ერთ კვირას აძლევს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ასევე რუსეთსა და ბრიტანეთს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტები შეწყდება, ბრიტანეთის მთავრობის წევრები და სამეფო ოჯახი არ ჩავლენ რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ცნობისთვის, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრიტანეთი რუსეთის 23 დიპლომატს გააძევებს

იტვირთბა....