მე დიდი ბრიტანეთისგან მეტს ველოდი. მათ იმდენად მაღლა აწიეს ტემპერატურა, რომ მეგონა უფრო მკაცრ ზომებს მიიღებდნენ. დიპლომატების გაძევება არაფერი არ არის. ამათმა გააძევეს და ახლა რუსეთი გააძევებს და ამით ყველაფერი დამთავრდება, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გადაწყვეტილების შესახებ.
როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა განუცხადა, ინგლისი მოკრძალებული ზომებიტ შემოიფარგლა.
“მე დიდი ბრიტანეთისგან მეტს ველოდი. მათ იმდენად მაღლა აწიეს ტემპერატურა, რომ მეგონა უფრო მკაცრ ზომებს მიიღებდნენ. დიპლომატების გაძევება არაფერი არ არის. ამათმა გააძევეს და ახლა რუსეთი გააძევებს და ამით ყველაფერი დამთავრდება. ეს არის ორმხრივი პროცესი, რაც ქვეყნებს შორის ხშირად ხდება. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ვაშინგტონმა რუსი დიპლომატები რომ გააძევა და მერე 450 დიპლომატი რუსეთმა გააძევა. მე უფრო მეტს ველოდი და ამით იმედგაცრუებული ვარ. ისე მაღლა აწია თამასა გუშინ ტერეზა მეიმ, რომ ყველა ფიქრობდა, რომ საოცრება დატრიალდებოდა. თუმცა, ეტყობა, ბოლო მომენტში მოკრძალებული ზომებით შემოიფარგლნენ. ლაპარაკი იყო თითქოს მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდს მოხსნიდნენ და სინამდვილეში გამოდის, რომ მხოლოდ ოფიციალური დელეგაცია არ დაესწრება ჩემპიონატს და ეს არავის აინტერესებს. გუნდი რომ ჩახსნილიყო ეს კიდევ რაღაცას ნიშნავდა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევება მოხდება. ლონდონი მათ შპიონაჟში ადანაშაულებს. ბრიტანეთი სამზადისისთვის დიპლომატებს ერთ კვირას აძლევს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ასევე რუსეთსა და ბრიტანეთს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტები შეწყდება, ბრიტანეთის მთავრობის წევრები და სამეფო ოჯახი არ ჩავლენ რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.