ზუგდიდს რეფერალური საავადმყოფოს “ემერჯენსის” უფროსის მაია ესებუას განცხადებით, ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
მისი განცხადებით, მოზარდი შეყვანილია საოპერაციოში, მას ბლაგვი საგნით აქვს გულ-მკერდში ჭრილობა მიყენებული.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე მოზარდებს შორის ჩხუბის შედეგად, ერთი მოზარდი დაჭრეს. გამოძიება 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.