aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბრიტანეთი რუსეთის 23 დიპლომატს გააძევებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით,  ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევება მოხდება. ლონდონი მათ შპიონაჟში ადანაშაულებს. ბრიტანეთი სამზადისისთვის დიპლომატებს ერთ კვირას აძლევს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ასევე რუსეთსა და ბრიტანეთს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტები შეწყდება, ბრიტანეთის მთავრობის წევრები და სამეფო ოჯახი არ ჩავლენ რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ცნობისთვის, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში („გრუ”) მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.

სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.

 

იტვირთბა....