ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზესტაფონის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა სამართლებრივი დავა მოუგო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის იამზე მარაქველიძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება და ის თანამდებობაზე აღადგინა, შესაბამისი განაცდურის ანაზღაურებით. ზესტაფონის მერიას  სამსახურიდან  გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სამართლო დავა მოიგო.

იამზე მარაქველიძე 2013 წლიდან უვადოდ იყო დანიშნული ზესტაფონის მერიაში მდივნის პოზიციაზე. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, მას ვადიანი ხელშეკრულება დაუდეს და 2017 წლის 31 დეკემბერს, სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით გაანთავისუფლეს.

თანამშრომლის ინტერესს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”ადვოკატი იცავდა. ჯერჯერობით უცნობია, მერია გაასაჩივრებს თუ არა რაიონული  სასამართლოს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ მერიის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იანვარში აქცია გამართეს.

იტვირთბა....