ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქრუაშვილი: ” მითქვამს, რომ სააკაშვილის გასანადგურებლად შანსს არ გავუშვებდი”

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, თვდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა.  მან კომენტარი სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზეც გაკეთა და აღნიშნა, რომ ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრამა ირაკლი ოქრუაშვილმა გაიხსენა,  მას გამოძიების ეტაპზე ჩვენებები მშრალად აქვს მიცემული და შემდეგ მოხდა მათი განვრცობა.

„მე გამოძიებისთვის არასდროს მიმიცია ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, მე ვთქვი, რომ ჩემი ჩვენებები ამ საქმეში იყო მშრალი, იმის გამო, რომ მაშინ როდესაც ვალერი გელაშვილი კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე გლდანის ციხეში უნდა მიმეცა ჩვენება. სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროკურორს ვუთხარი, რომ ჯერ დაეკითხათ გელაშვილი და შემდეგ ჩემთან მოსულიყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ის შანსს არ გაუშვებდა მიხელ სააკაშვილი გაენადგურებინა.

„მე ვადასტურებ, რომ მითქვამს, შანსს არ გავუშვებ, რომ არ გავანადგურო სააკაშვილი-მეთქი. ეს ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ეს არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. აქ არ იგულისხმება რომ მანიპულაციას ვაპირებ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

საქართველოს მესამე  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამი არ არის სარწმუნო სხვადასხვა გარემოებების გამო.  ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვის დროს ნახსენები არ ჰყავს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვანო მერაბიშვილი, თუმცა დღევანდელ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა.

იტვირთბა....