ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: “ევროვიზიაზე გენიალური ქართული მუსიკის უნიჭო სუროგატი წარგვადგენს”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “ევროვიზიის” კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის სიმღერას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკიდურესად უნიჭო და უმელოდიო რეპერტუარია.

“გენიალური ქართული ხალხური მუსიკის სუპერუნიჭო სუროგატი. სად იწყება, სად მთავრდება, კაცი ვერ გაიგებს. მელოდია ამას არა აქვს და ჰარმონია ყურს ჭრის.

მოკლედ, ყველაფერი, სადაც საზმაუა ჩართული, უკიდურესი უნიჭობა და სიბანძეა. მართლა ის წითელკურტკიანი ბიჭი უნდა შეუსიო მაგათ წკეპლით”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ  წელს საქართველოს “ევროვიზიაზე” ბენდი “ირიაო” წარადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს ვიდეოს, რომლითაც საქართველო “ევროვიზიაზე” წარდგება.

იტვირთბა....