ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეტროპოლიტენში, გოცირიძე-დიდუბის მონაკვეთზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

მეტროპოლიტენში, გოცირიძე-დიდუბის ღია უბანზე მამაკაცს, რომელიც აკრძალულ მონაკვეთზე გადაადგილდებოდა, მატარებელი დაეჯახა. შედეგად კაცი გარდაიცვალა.

როგორც “მეტრონომს” თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უცხო პიროვნება აკრძალულ მონაკვეთზე გადაადგილდებოდა, მემანქანემ ის დროულად შენიშნა, მატარებელი დაამუხრუჭა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა და კაცი გარდაიცვალა.

“დიდუბე-გოცირიძის მონაკვეთი, გადასარბენი მონაკვეთია, აკრძალული ზონა, არც სადგურის გაჩერება, არც მიმდებარე ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე მოძრაობდა უცხო პიროვნება, ის არ არის მგზავრი. მემანქანემ შენიშნა და დროულად დაამუხრუჭა, თუმცა მაინც მოხდა შეჯახება და სასწრაფომ დაგვიდასტურა, რომ მგზავრი გარდაიცვალა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის გამო, შეფერხებულია მოძრაობა პირველ ხაზზე და მატარებლები გადაადგილდებიან შეუფერხებლად საბურთალოს ხაზზე”- განუცხადეს “მეტრონომს” მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

იტვირთბა....