“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრები“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ კვირიკეში გაჩეხილი ხეები რომ ენდემური ჯიშები ყოფილიყო, მაშინ სერიოზული პრობლემა იქნებოდა.
“ხეების გადატანასთან დაკავშირებით, ეკოლოგიური პრობლემა არ იქმნება. ამიტომ, გარემოსდაცვითი “ენჯეოები” ხეების გადატანის პროცესს ვერ გააპროტესტებენ. თუმცა, უაზრო გაჩეხვა სხვა საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ იქ საუბარი იყო აბორიგენულ სახეობებზე, მე ამას არ ვეთნხმები, მე ვეთანხმები ენდემურ სახეობებს. ნამდვილად არა ენდემური სახეობები იყო, ეს ჩვენი ენდემები არ არის. ეს რომ იყოს წითელი ნუსხის სახეობა, ეს რომ იყოს ეკოსისტემის შემქმნელი, მაშინ სერიოზული პრობლემა იქნებოდა.
მე ვერ წარმომიდგენია ხეების გადამტანი კომპანია დამატებით ხეებს რატომ ჩეხავენ. დარწმუნებული ვარ კომპანიას მაგის ნებართვა არ ექნებოდა. დიდი და პატარა პრობლემის ხეები არ არსებობს. ეკოლოგიური კატასტროფას რომ არ გამოიწვევს ხეების გადატანისას გაჩეხილი ხეები ნამდვილად ვიცი. ტყეებში იმდენი ხეები იჩეხება, რომ ეს ნამდვილად ეკოლოგიური კატასტროფაა. რაც შეეხება კონკრეტულ მონაკვეთს, ამან შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოიწვიოს, მაგრამ გადატანის დროს ხეების ასე უკანონო ჭრა ცუდია. კომპანიას სწორად არ აქვს დაგეგმილი სამუშაოები. მთელ თბილისში იმდენი ხე გაიჩეხა და ამ ყველაფერს მოყვა პროტესტი. ახლაც მაქვს შინაგანი პროტესტი. ხეების გადატანის დროს გაჩეხილი ხეებით ეკოლოგიური კატასტროფა არ მოხდება. ეკოლოგიური კატასტროფა მაშინ იქნება, როდესაც საქართველოში ბოლომდე გაიჩეხება ხეეები.
როდესაც 200 ძირ ხეზეა საუბარი, ეს ეკოლოგიურ კატასტროფას ვერ გამოიწვევს. კვირიკეში გაჩეხილი ხეები ენდემური სახეობები არ იყო, მაგრამ ვიზუალური ზიანიც ზიანია. კომპანია, რომელსაც გადატანა შეუკვეთეს არაპროფესიონალია. იმის ნაცვლად, რომ ერთი გადაიტანოს, ასს ჭრის. მინდა დამკვეთამდე მივიდეს, რომ კომპანია არაა პროფესიონალი”, – აცხადებს ჩხობაძე.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი სოციალურ ქსელში გაჩეხილი ხეების ფოტოებს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.
გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ხარაზმა წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული წერილი, სადაც, მისი თქმით, წერია, რომ „არავითარი დენდროლოგიური პარკი არც განიხილება და არც კეთდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“
მისი თქმით, ყოფილ პრემიერს ხეები მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის გადააქვს.
„ხალხი შეჰყავს შეცდომაში, ხალხს ატყუებს. ძალიან ბევრ ადმიანს სჯერა, თითქოს ეს კაცი სიკეთეს აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ, გვერდით რჩება ის პროექტები, რომელიც მან დააანოსა,“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.
ამავე გადაცემაში ხარაზის ამ განცხადებას უპასუხა ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.
ავტორი: ბესო კუნელაური