ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაურ კოვე: “ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს”

აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აფხაზური მხარე, კერძოდ კი დაურ კოვემ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესთან“ ინტერვიუში განუცხადა, რომ ეს საქართველოს მხრიდან არაა დილოგის მზაობასთან დაკავშირებით პირველი განცხადება.

“ჩვენ გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, სადაც ქართული მხარის მიერ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობაზე აცხადებს. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი ტიპის განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებისგან. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა დიალოგს და მთლიანობაში, კონფლიქტის დარეგულირებას.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ დავინახავთ რეალურ და არა დეკლარირებულ მზაობას ქართული მხრიდან სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისო დიალოგისთვის, აფხაზური მხარე მზად იქნება მასში მონაწილეობის მისაღებად”, – აცხადებს დაურ კოვე.

აფხაზური მხარის ცნობით, საქართველოს მზაობას დიალოგისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს, თუკი ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას. თავის მიმართვაში ის აცხადებს, რომ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

იტვირთბა....