ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში ბუნებრივი აირით ორი ადამიანი მოიწამლა

წუხელ ღამით, რუსთავში ბუნებრივი აირით ორი ადამიანი მოიწამლა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინტოქსიკაციის დიაგნოზით ორი გოგო გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

მეზობლების თქმით, ინტოქსიკაციის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი გახდა.

შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ორივე პაციენტი სტაციონარიდან სახლში დღეს დილით გაწერეს.

იტვირთბა....