ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შარაშენიძე: “რუსეთის პასუხს იგივე აზრი ექნებოდა არაფერი რომ არ ეპასუხათ”

პრემიერმა პასუხი ცოტა დაგვიანებით მიიღო. მიიღო საგარეო სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტისგან. პასუხი “კოპიპეისტია” იმის რასაც ბოლო წლებია ვისმენთ რუსეთისგან (ხან უფრო მაღალ დონეზე, ხან კიდევ უფრო დაბალ დონეზე). იგივე აზრი ექნებოდა არაფერი რომ არ ეპასუხათ, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს.

“თუკი პრემიერის მიმართვის მიზანი ტატუნაშვილის საქმეში გარღვევა იყო, მაშინ ამას რაღაც ახსნა მოეძებნება. თუმცა, მიმართვის ტექსტი ამ შემთხვევაში უფრო პრინციპული უნდა ყოფილიყო.

თუკი მიმართვა რაიმე დიპლომატიურ გარღვევას ისახავს მიზნად, მაშინ სამწუხაროა. იმიტომ კი არა რომ მთავრობა აპირებს ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ან ჟენევის ფორმატის დამარხვას (როგორც ამაზე ატეხა აჟიოტაჟი ოპოზიციამ). სამწუხაროა იმიტომ რომ ილუზიებშია. არავინ არ თხოვს მთავრობას რუსეთთან რაიმე გარღვევას. რუსეთი ომით რომ აღარ გვემუქრება, ამ ეტაპზე ესეც კარგია და შევეშვათ. მივხედოთ ჩვენს გაჭირვებულ ეკონომიკას, გაუბედურებულ განათლების სისტემას და გაჭედილ დემოკრატიას. ამას თუ მივხედავთ არავის სახვეწარი არაფერი გვექნება.

პრემიერმა პასუხი ცოტა დაგვიანებით მიიღო. მიიღო საგარეო სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტისგან. პასუხი “კოპიპეისტია” იმის რასაც ბოლო წლებია ვისმენთ რუსეთისგან (ხან უფრო მაღალ დონეზე, ხან კიდევ უფრო დაბალ დონეზე). იგივე აზრი ექნებოდა არაფერი რომ არ ეპასუხათ”, – წერს შარაშენიძე სოციალურ ქსელში”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ კრემლში გაიგზავნა.

“კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....