ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: “გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ან მოსყიდულები არიან ან არ გყვავს”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოფელ კვირიკეში ხეების გაჩეხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ან მოსყიდულები არიან ან საერთოდ არ ყავს ქვეყანას.

“ქვეყანაში ლამის ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყო ერთმა ოლიგარქმა და არც ერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ხმას არ იღებს. ორში ერთია – ან საერთოდ არ გვყავს ამგვარი ორგანიზაციები, ან გაჭრილად მოსყიდულები არიან და ამიტომ დუმან. მესამე ახსნა არ არსებობს”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი სოციალურ ქსელში გაჩეხილი ხეების ფოტოებს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

იტვირთბა....