საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ახალი კვირა”-ში დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის ძებნილი მამაკაცის ფოტორობოტი შექმნეს.
შეგახსენებთ, მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს 7 თებერვალს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, მძიმედ იყო დაჭრილი და რამდენიმე დღე საავადმყოფოში იწვა.
შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 19-109-ე მუხლებით.