aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ივანიშვილის ევკალიპტის გამო სოფელ კვირიკეში 100-მდე ხე გაჩეხეს” (ფოტოკოლაჟი)

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი სოციალურ ქსელში გაჩეხილი ხეების ფოტოებს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ხარაზმა  წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული წერილი, სადაც, მისი თქმით, წერია, რომ „არავითარი დენდროლოგიური პარკი არც განიხილება და არც კეთდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

მისი თქმით, ყოფილ პრემიერს ხეები მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის გადააქვს.

„ხალხი შეჰყავს შეცდომაში, ხალხს ატყუებს. ძალიან ბევრ ადმიანს სჯერა, თითქოს ეს კაცი სიკეთეს აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ, გვერდით რჩება ის პროექტები, რომელიც მან დააანოსა,“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.

ამავე გადაცემაში ხარაზის ამ განცხადებას უპასუხა ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.

 

იტვირთბა....