აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირას 17 ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა პერიოდთან შედარებით ბევრად მცირეა. აჭარაში წითლას შემთხვევებმა იკლო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მიმდინარე წელს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 229 შემთხვევა გამოვლინდა. ცენტრი კვლავაც მოუწოდებს მოსახლეობას პრევენციის მიზნით აიცრან.
“გასული ორი კვირის განმავლობაში 17-17 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა იქამდე 50 შემთხვევამდეც ფიქსირდებოდა. როგორც ჩანს, აქტიურმა მუშაობამ და ინფორმაციის გავრცელებამ შედეგი გამოიღო. ამჟამად მოზარდი მოსახლეობის აცრაც აქტიურად მიმდინარეობს” – აღნიშნა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსმა, ნონა ეფაძემ.
საქართველოში წითელას შემთხვევებმა მატება გასული წლიდან დაიწყო.
2017 წლის აგვისტოდან – 2018 წელს მიმდინარე წლის იანვრამდე, ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა უკვე აღირიცხა, მათ შორის აჭარაში 86.
შეგახსენებთ, რომ წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან