ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია: “ტრენაჟორები არა სასაფლაოს ტერიტორიას, არამედ გვერდით მდგომ ორ საცხოვრებელ კორპუსს ეკუთვნის”

ფოტო, სადაც სასაფლაოსთან ტრენაჟორები დგას, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტს  ქალაქ თბილისის მერია ეხმაურება. ცნობას“ნეტგაზეთი” ავრცელებს.

“გავრცელებულ სურათზე ასახული სასაფლაო, მართლაც თბილისში, ვაკეშია, თუმცა, ტრენაჟორები არა სასაფლაოს ტერიტორიას, არამედ გვერდით მდგომ ორ საცხოვრებელ კორპუსს ეკუთვნის. მოწყობილობა მოსახლეობის მოთხოვნით 2016 წელს დამონტაჟდა. კორპუსში, დაახლოებით, 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომლემბაც, გასართობი მოედნის მოწყობის მოთხოვნით 2016 წელს მოგვმართეს. სურათი იმ რაკურსითაა გადაღებული, რომ ეს ორი კორპუსი არ ჩანს და ისე გამოიყურება, თითქოს, ტრენაჟორები სასაფლაოს ტერიტორიას ეკუთვნის, როცა გვერდით ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლია,”- განმარტავენ მერიაში.

იტვირთბა....