ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ზურაბიშვილი: “საპატრიარქოს პრობლემა ისაა, რომ 90-იან წლებში არიან ჩარჩენილები”

ჩვენი საეკლესიო პირების განცხადებები, ლექსიკა, აზროვნება 80-იანი წლების ბოლოა, იქ არიან მოკლედ. ეს დროში აცდენა ქვეყნისთვის პრობლემაა, რადგან ეკლესიას ქვეყანაში დიდი ავტორიტეტი და გავლენა აქვს, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი საპატრიარქოში ბოლო დროს განვითრებულ მოვლენებს.

“რელიგიური ინტიტუტი არის ტრადიციული ღირებულელების მხარდაჭერი და საპატრიარქოს არავინ თხოვს, რომ ლიბერალიზმის მედროშე იყოს. ჩვენი საპატრიარქოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ 90-იან წლებში არიან ჩარჩენილები. მთელი მათი ლექსიკა, საუბარი და აზროვნების სტილი შესაბამისობაში არ მოდის თანამედროვე ადამიანთან. დღეს, რასაც საპატრიარქო ლიბერალიზმსა და ტროას ცხენს უწოდებს, ეს არათუ ლიბერალიზმი აღარ არის, არამედ ეს ორჯერ ორი ოთხია. ქალი და მამაკაცი თანასწორი რომ უნდა იყვნენ ამაზე არავინ აღარ დაობს. ჩვენი საეკლესიო პირების განცხადებები, ლექსიკა, აზროვნება 80-იანი წლების ბოლოა, იქ არიან მოკლედ. ეს დროში აცდენა ქვეყნისთვის პრობლემაა, რადგან ეკლესიას ქვეყანაში დიდი ავტორიტეტი და გავლენა აქვს”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ამერიკაში საეკლესიო პირების ბოლოდროინდელი ვიზიტები მისასალმებელია.

“ის, რომ სამღვდელოების ნაწილი ამერიკაში დადის და კონგრესმენებს ხვდება ძალიან კარგია. რამდენად არის ეს გულწრფელი, ეს სხვა თემაა. იმაში, რომ ვიღაცისთვის ამერიკა საფრთხობელა არაა და იქ ქვეყნისთვის კარგს ხედავენ,  ცუდი არაფერია”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....