ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიცკევიჩის ქუჩაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.

თვითმხილველთა თქმით მოზარდი გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყიფოშია გადაყვანილი.

როგორც, „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს საქმე აღძრულია 276 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ან მექანიკური საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

იტვირთბა....