ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაიღუპა

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების იინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს 55 წლის თანამშრომელი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

„სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....