რუანდაში, მეშვიდე დღის ადვენტისტის ტაძარში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაღუპულთა უმრავლესობა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 140-მდე ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ცოტა ხნის წინ, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მეხის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი სტუდენტი გარდაიცვალა.