ახალციხეში, სოფელ მინაძეში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წყარო: “1tv”