ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში მშენებარე კორპუსდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, როგორც ექიმები აცხადებენ,  მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დაშავებულს ტრავმები თავის არეში აღენიშნება.

სტაბილურად მძიმეა 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ასევე ბათუმში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. იგი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....