ბათუმში წერეთლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა წლის ბავშვი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული დედათა და ბავშვთა ცენტრში, შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.