ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი შენობაში თანატოლებთან ერთად სათამაშოდ იმყოფებოდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.