გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, რაიონებში დღეს და ხვალ მოსალოდნელია მცირე ნალექი. თუმცა თბილისში ჰაერის ტემპერატურა შედარებით გათბება.
“10 – 11 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10 მარტს +10, +15, ხოლო 11 მარტს +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი”