თერჯოლის რაიონ სოფელ გოდოგანთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
გარდა ამისა, ავარიისას რამოდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.