ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ბოტანკური ბაღის რეაბილიტაციას ფონდი “ქართუ” დააფინანსებს

თბილისში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება, სადაც გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები ვიზიტორებისთვის და საველოსიპედე მარშრუტი.

მოეწყობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დამსვენებლებისთვის და გაიხსნება გასართობი ცენტრიც.

„ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ალტერნატიული შემოსასვლელი გაუჩნდება ბოტანიკურ ბაღს, სადაც მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროექტის განხორციელებით, კიდევ დამატებით ფუნქციას შევძენთ ბოტანიკურ ბაღს,“ – განაცხადა კალაძემ.

სამუშაოებს, „ფონდი ქართუ“ დააფინანსებს. ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი აღნიშნავს, რომ „ქართუ“ დააფინანსებს სრულად ველობიკის და საფეხმავლო ბილიკის  მოწყობას.

ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ეს ცვლილება ბოტანიკური ბაღის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

იტვირთბა....