ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარამიძე: ”თავჩაქინდრულის პოზიციიდან ლაპარაკი და დამეხმარეს ტონი რუსეთთან არ ჭრის”

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის  განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიმართვით რუსეთის ხელისუფლებისადმი, საქართველოს მთვრობა გამოჩნდა ხელგაწვდილისა და დამცირებულის პოზიციიდან, რაც არასასიამოვნო ემოციას ბადებს, –  განუცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

”მცდელობა მისასალმებელია, მაგრამ ის არ ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველო-რუსეთს შორის. ამ განცხადებით ხელგაწვდილის და დამცირებულის პოზიციიდან გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლება, რაც არასასიამოვნო ემოციას ბადებს. გაუგებარია რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას კიდევ საქართველომ, რომ თავისი ინტერესები დაიცვას. მე ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნებოდა პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიემართა და შეეხსენებინა რუსეთისთვის, რომ არსებობს საერთაშორისო ვალდებულებები. ასე საწყლად, ასეთი ტონის განცხადება, მითუმეტეს ისედაც რუსეთი საქართველოს შეურაცხყოფისგან თავს არ იკავებს, შეუსაბამოა. თავის მოსაწყლებით, თავჩაქინდრულის პოზიციიდან ლაპარაკი და დამეხმარეს ტონი, არ ჭრის რუსეთთან. რუსეთს რა თქმა უნდა შეურაცხყოფით არ უნდა ელაპარაკო და მის მიმართ აგრესია არ უნდა განახორციელო, მაგრამ არც ასე თავის მოსაწყლებით უნდა ესაუბრო. ტყუილად არ არის ნათქვამი – ”მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს პრინციპულად, მტკიცეთ და მუდმივად უნდა გავახსენოთ ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც აქვს აღებული”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა გიორგი კვირიკაშვილმა ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგი განცხადებას გაავრცელა.

იტვირთბა....