ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზმაუში 170 ახალი თანამშრომლიდან კონკურსით მხოლოდ 3 აიყვანეს

ბოლო ერთი წლის მანძილზე საზოგადოებრივ მაუწყებელში 170 ახალი თანამშრომელი მიიღეს. კონკურსის წესით საზოგადოებრივ მუაწყებელში მხოლოდ 3 ადამიანი აიყვანეს. ინფორმაცის საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი თანამშრომელი მიიღეს 2017 წლის 6 იანვრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით, რაზეც მაუწყებელში განაცხადეს, რომ 170. აქედან 3 თანამშრომელია კონკურსის წესით დანიშნული, მათ შორის, არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და ორი გამხმოვანებელი.

170 ახალდ მიღებული თანამშრომლიდან 31 კორესპონდენტია, 17 რედაქტორი და 10 პროდიუსერი. მიღებულ თანამშრომლებს შორის 11 წამყვანია.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 2017 წლის 6 იანვარს აირჩიეს.

იტვირთბა....