თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ თუ კანონით ქუჩაში ბილწსიტყვაობა და ნაგვის დაყრდა დასჯადი ხდება, მაშინ ტერმინ “სამხრეთ ოსეთის” ხსენებაც დასჯადი უნდა გახდეს და ასეთი კანონის დამრღვევი პირი დაჯარიმდეს 1 000 ლარით.
ოქრუაშვილის თქმით, იგივე ქმედების ჩამდენი პოლიტიკოსი 10 000 ლარით უნდა დაჯარიმდეს.
“თუ კანონით, ქუჩაში ბილწსიტყვაობა და ნაგვის დაყრა დასჯადი ხდება 80-დან 1000 ლარამდე, უნდა მივიღოთ კანონი, რომლის მიხედვითაც სიტყვა ”სამხრეთ ოსეთი”-ს ხსენება დასჯადი გახდება 1000 ლარით (პოლიტიკოსებისთვის 10 000 ლარით). ხოლო მათ ვინც ოკუპაციის ფაქტს უარყოფს სასჯელის სახით ჩამოვართვათ მოქალაქეობა და ქვეყნიდან გავაპანღუროთ. ნაგავი მხოლოდ პირდაპირი გაგებით ბიოლოგიური არ არის, ადამიანიც შეძლება მიეკუთვნებოდეს მას”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ Facebook-ში.