ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დასრულდეს სითი პარკის თარეში”: კომპანიის ოფისთან 17 საათზე საპროტესო აქცია გაიმართება

9 მარტს, 17 საათზე, “სითი პარკის” ოფისის წინ, საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო აქციას გამართავს. ინიციატივა აქციის ჩატარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. უკვე მრავალმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მივიდეს და მხარი დაუჭიროს საპროტესტო აქციას.

“შეწუხდით პარკინგის ინფრასტრუქტურის არარსებობით? შეწუხდით სითი პარკის თარეშითა და ძალადობით? პარასკევს 5 საათზე მივდივარ აქციაზე, გელით თქვენც. მეგობრებო უკლებლივ ყველა აქციაზე… სითი პარკი მოძალადეა!!! შეწყდეს კანონიერი ძარცვა!!! შექმენი ინფრასტრუქტურა რომ არ დავარღვიო! სითი პარკი მძარცველია! შეწყდეს მანქანების გატაცება! დასრულდეს სითი პარკის თარეში! პირსისხლიანი სითი პარკი!
სითი პარკს ძალადობას არ შევარჩენთ! სითი პარკი – ტრანსპორტის რეკეტიორი! სითი პარკი-მოსახლეობის ტრანსპორტ-შანტაჟისტი! შეწყდეს ჩვენი ჯარიმებით სითი პარკის გამდიდრება! სითი პარკი – მე ვშრომობ, შენ მპარავ! არა სითი პარკის ჩასაფრებით ჯარიმებს! მთავრობავ! მოგვაშორეთ სითი პარკი!” – ასეთია აქციის ორგანიზატორთა პათოსი.

შეგახსენებთ, უკვე წლებია მიმდინარეობს საუბრები “სითი პარკის” არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე და ბიზნესზე და ყოველი არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ კომპანიას შეუწყვეტდნენ კონტრაქტს, თუმცა დღემდე “სითი პარკი” ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას.

იტვირთბა....