ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გახოკიძის ქუჩაზე დაჭრილი ავტობუსის ორი მძღოლი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გახოკიძის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი, ავტობუსის ორი მძღოლი მართვით სუნთქვაზეა. ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაჭრილია მოთავსებული, აცხადებენ, რომ  50 წლამდე მამაკაცს კლინიკაში მიყვანისას ჰემორაგიული შოკი, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.

მეორე დაჭრილი მძღოლი, რომელიც ასევე მართვით სუნთქვაზეა, კლინიკა “ოპტიმალ მედიში” მკურნალობს. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დანარჩენი მძღოლები,  “ამტელ კლინიკაში” მკურნალობენ.  როგორც კლინიკაში აცადებენ,  ერთ მათგანი გულ-მკერდში აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო მეორეს კი მუცლის ღრუში. მას ღვიძლის ჭრილობა და საკმაოდ მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც, მისი დგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. შუახნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფი ოთხი პირი დაჭრა და შემდგომ თვიდაზიანებები მიიყენა.

იტვირთბა....