აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ზღვაზე შტორმი

8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში კი თოვლი, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს” , – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....