ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსწავლის ცემაში დადანაშაულებული პედაგოგი სამეურვეო საბჭომ გაამართლა

იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი, თეა გურგენიძე, რომელსაც მეოთხეკლასელი მოსწავლის ცემაში ადანაშაულებდნენ, სამეურვეო საბჭომ გაამართლა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ისმიხან მამედოვის, ინფორმაციით, გამოიკითხა მოზარდი და მისი მშობელი, რის შემდეგაც შიდა კამერების ჩანაწერი გადამოწმდა, სადაც მასწავლებლის მხრიდან ბავშვისთვის ყურის აწევა და ხელში კალმის ჩარჭობა არ იკვეთება. არ დადასტურდა ასევე მოზარდისთვის თავში წიგნის ჩარტყმის შესახებ რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომელიც მაშინვე არ გაიზიარეს მანდატურის სამსახურში.

პედაგოგის შესაძლო გათავისუფლება გუშინ მეოთხე და მეთორმეტე კლასელებმა და მშობლებმა აქციით გააპროტესტეს, რის გამოც, სკოლაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა.

მოსწავლის ცემაში ბრალდებული თეა გურგენიძე იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ამ დრომდე მუშაობს და ის განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ელოდება.

იტვირთბა....