ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “არჩევნებში ენძელა მაჭავარიანი უფრო ბევრ ხმას აიღებს, ვიდრე წულუკიანი”

აი, წულუკიანის თემა პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია. არ მგონია, რომ ეს რეალური განხილვის თემა იყოს. წულუკიანის საპრეზიდენტო კანდიდატურა რომელიმე დაჯგუფების “შეგდებული” თემაა. ჯერ ერთი უნდათ დატესტონ ქალის თემა, რათა შემდეგ ვიღაცა მის ფონზე ვიღაც სხვა ქალი უკეთესად რომ გამოჩნდეს, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატის შესაძლო წარდგენას.

“ქართულ ოცნებაში” არავინ არაფერს არ ეძებს, მანდ არიან ჯგუფები და მართალია, არაფერს ეკითხებიან, მაგრამ აქვთ ილუზია, რომ რაღაცის “ჩალიჩი” შეუძლიათ. ყველა თავის კანდიდატის ლობირებას ეცდება. გარდა ამისა, არიან სალომე ზურაბიშვილის მსგავსი თავისუფალი კანდიდატები, რომელსაც ეტყობა, რომ პრეზიდენტობა ძალიან უნდა. იციან, რომ სხვაგან მიიღება გადაწყვეტილება და ახლა ეს ჯგუფები თავისი კანდიდატების ლობირებას ცდილობენ. ისინი ცდილობენ, რომ ხალიჩის ქვედა თამაშებში სხვა კანდიდატები დააკნინონ.

აი, წულუკიანის თემა პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია. არ მგონია, რომ ეს რეალური განხილვის თემა იყოს. წულუკიანის საპრეზიდენტო კანდიდატურა რომელიმე დაჯგუფების “შეგდებული” თემაა. ჯერ ერთი უნდათ დატესტონ ქალის თემა, რათა შემდეგ ვიღაცა მის ფონზე ვიღაც სხვა ქალი უკეთესად რომ გამოჩნდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ კომბინაციასთან გვქონდეს საქმე. წულუკიანის ფონზე, “ქართულ ოცნებაში” ბევრი ქალი გამოჩნდება უკეთესად. ქალი კანდიდატურის განხილვა რომ დაიწყო და “ოცნების” კომენტატორებმაც ჭკვიანი სახით რომ თქვეს აი, ქალი კანდიდატურა, ქალი და ქალი.. ვთქვი კიდევაც, რომ ყველაზე კარგი კანდიდატურა იქნებოდა ენძელა მაჭავარიანი და ეს ხუმრობით არ მითქვამს. ბევრი რამის გამო დარწმუნებული ვარ, რომ ენძელა მაჭავარიანი უფრო ემტ ხმას აიღებს, ვიდრე წულუკიანი ან ზურაბიშვილი. იმიტომ, რომ მაჭავარიანს ნეგატიური რეიტინგი არ აქვს. რეიტინგი “ოცნებაში” არავის აქვს, უბრალოდ, აქ საუბარია ვინმეს ხომ არ აქვს ნეგატიური რეიტინგი, ვინც რესურსულ ხმებს დააკარგინებს პარტიას. უარყოფითი რეიტინგი აქვს წულუკიანს და ზურაბიშვილსაც”, – აცხადებს “ტვ პირველის” ეთერში ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კულუარული ინფორმაციით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილსაც განიხილავს.

იტვირთბა....